დღეს, გურიის სახელმწიფო რწმუნებული, რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების მზაობაზე.

„ ვფლობთ სრულად ინფორმაციას თუ რა რესურსი გაგვაჩნია და ეს რესურსი საჭიროების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. გურიაში სიტუაცია არის კონტროლირებადი და ყველა უწყება მუშაობს ძალიან ეფექტურად“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

შეხვედრას რწმუნებულის მოადგილეები აკაკი შენგელია, ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელი არჩილ მჟავია დაესწრნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად