დღეს გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმის მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ვალერიან ბუგიანიშვილმა განიხილავს.

წინა სასამართლო სხდომაზე გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა სასამართლოში იშუამდგომლა რურუას აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების-პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა, მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკამყოფილა.

ცნობისთვის, შსს-მ “მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად