დღეს გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ჩატარდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა განახდება. სადაც დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებას გამოიკვლევს.

უკვე მერამდენედ, საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის ნაცვლად გირაოს შეფარდებაზე და გიორგი რურუა პატირობაში დატოვა.

ცნობისთვის, შსს-მ “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად