დღეს გიორგი (ჟორიკა) რურუას საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 10:00 საათზე “მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი (ჟორჟიკა) რურუას მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართება.

გიორგი რურუას მორიგი სასამართლო სხდომა ერთი დღის წინ, 2020 წლის 18 მაისს ჩატარდა. იყო მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდებულს პატიმრობიდან გაათავისუფლებდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების-პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

შსს-მ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორჟიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, გიორგი რურუა პოლიციამ სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად