დღეს ღამით საახალწლო განათების მონტაჟის გამო მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

გამზირზე ორი ღამის განმავლობაში დაწესდება საგზაო მოძრაობის ნაწილობრივი და სრული შეზღუდვა. 

ნაწილობრივი შეზღუდვა გავრცელდება შევჩენკოს სახელობის სკვერიდან – პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო მოძრაობა სრულად შეიზღუდება პეტრიაშვილის ქუჩის მონაკვეთიდან – თბილისის საკონცერტო დარბაზამდე.

სამუშაოები ორი ღამის განმავლობაში 5 და 6 დეკემბერს განხორციელდება. 

სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად