დღეს ღამით, 24:00 საათიდან დაიწყება თბილისის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა

ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერია ავრცელებს.

“დღეს ღამით, 24:00 საათიდან დაიწყება დედაქალაქის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა. დეზინფექცია ჩატარდება საზოგადოებრივი თავშეყრის ძირითად ადგილებში, სადაც გაჩერებები და მეტროსადგურის ამოსასვლელებია.

ღონისძიება რამდენიმე დღე გასტანს და მას თბილისის მერია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტო ერთობლივად ახორციელებს. სადეზინფექციო სამუშაოები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური ტექნიკის და სპეციალისტთა ჯგუფების საშუალებით ჩატარდება.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარები დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ არის რეკომენდებული და აბსოლუტურად უვნებელია მოსახლეობისთვის.

ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ტარდება და კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმადე შემცირებას ისახავს მიზნად” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად