დღეს, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოდან 2 მსოფლიო ჩემპიონი ჩაერთვება ასპარეზობაში

დღეს, რომში, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის, 61-74-86-92-125კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები ჩაებმებიან ასპარეზობაში.

61კგ წონით კატეგორიაში 14 მონაწილეს შორის არის ბექა ლომთაძე. მისი მეტოქე პირველ წრეში ნიკოლაი ოხლოპკოვი იქნება. გამარჯვებული მეორე ეტაპზე ბელარუსელ ვლადისლავ კოიკას და მოლდოველ ლეომიდ კოლესნიკს შორის უმჯობესს შეხვდება.
 
74კგ წონით კატეგორიაში 21 მონაწილეა. ავთანდილ კენჭაძეს წილისყრამ მეტოქედ სომეხი ჰრაირ ალიხანიანი არგუნა. მათგან ერთ-ერთი მეორე ეტაპზე ესპანელ დიას ალვარესს ან რუს მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს შეხვდება.
 
86კგ წონით კატეგორიაში დათო მარსაგიშვილის მეტოქე პირველ წრეში თურქი ფატიჰ ერდინია. ამ წონაში სულ 22 მონაწილეა.
 
92კგ წონით კატეგორიაში გამარჯვებისთვის 13 მოჭიდავე იბრძოლებს. გამარჯვებისთვის. პირველ შეხვედრას ირაკლი მწითური კოსოვოელ ედონ შალასთან გამართავს. მეორე წრეში გამარჯვებული მოლდოველ გეორგო რუბაევს ან რუს ბატირბეკ ცაკულოვს შეხვდება.
 
125კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ესპანელ ხოსე კუბა ვასკეზს ხვდება. მეორე წრეში გამარჯვებულს უნგრელ დანიელ ლიგეტთან ან რუს ბალდან ციჟიპოვთან მოუწევს შეხვედრა. წონაში სულ 18 მოჭიდავეა.
 
შეგახსენებთ, რომ დღეს, საღამოს, 61-74-86-92-125კგ წონით კატეგორიებში ფინალისტების გამოვლენის შემდეგ, ჯერ მირზა სხულუხია (70კგ) იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის, შემდეგ კი ელიზბარ ოდიკაძე (97კგ).
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად