დღეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ახალ პრეზიდენტს აირჩევს

თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს, რომელიც საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" იმართება და დღეს დასრულდება. სესია საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე, სხვა კანდიდატებთან ერთად, ევროპის სახალხო პარტიამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთელი წარადგინა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატები პოლიტიკური პლატფორმის საფუძველზე შეირჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად