დღეს, დინამო თბილისისა“ და როტერდამის „ფეიენოორდის“ მატჩი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იქნება

დღეს, დინამო თბილისისა“ და როტერდამის „ფეიენოორდის“ მატჩი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში იქნება. „დინამო თბილისმა“ და საქართველოს პირველმა არხმა ჰოლანდიურ მხარესთან მოლაპარაკება დაასრულეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც, დღეს, 8 აგვისტოს, 21.30 საათზე საქართველოს პირველი არხი აჩვენებს რეპორტაჟს როტერდამიდან, სადაც ერთმანეთს ხვდებიან „ფეიენოორდი“ და „დინამო თბილისი“.

„ფეიენოორდი“ და „დინამო თბილისი“ ერთმანეთს ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში დაუპირისპირდებიან.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...