A2 ბანერი
A2 ბანერი

დღეს დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა!

181 წლის წინ მწერალი, პოეტი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი და წმინდანი ილია ჭავჭავაძე დაიბადა.

დიდი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს 1861—1907 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია ჭავჭავაძე 1837 წლის 8 ნოემბერს ყვარელში დაიაბადა, გაღარიბებული თავადის ოჯახში.

1848 წლიდან სწავლობდა თბილისის კერძო პანსიონში; 1852 წლიდან – თბილისის გიმნაზიაში, 1857-1861 წლებში კი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლები მისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, როგორც პიროვნებისა და მოქალაქის მომზადებისა და მწერლის ფორმირების სრულყოფისათვის. ამ წლებშივე დაიწერა ი. ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით განმსჭვალული, ფართო საზოგადოებისათვის რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: პოემა “აჩრდილი” (1859 წ.), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე ღრმა დაფიქრების ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენით არის გამსჭვალული; “ქართვლის დედა” (1860 წ.), “კაკო ყაჩაღი”, “მუშა”, “ელეგია” და სხვ. ამავე პერიოდს ეხება მისი მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რომლებმაც უდიდესი როლი ითამაშეს ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში. ი. ჭავჭავაძის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ დიდი განცდა და მღელვარება აისახა მის ნაწარმოებებში. კერძოდ, “მგზავრის წერილებში”, რომელიც არა მარტო ავტორის ან “თერგდალეულების” მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავს.

1863 წელს ი. ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, მიუხედავად უმძიმესი საცენზურო პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა. საქართველოში დამკვიდრებული ი. ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივ საქმიანობაში და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა მას.

70-90-იან წლებში დაიწყო ი. ჭავჭავაძის მრავალრიცხოვანი ნაშრომებისა და წერილების გამოქვეყნება, რომლებშიც ვლინდებოდა მისი ძლიერი ინტელექტი, ფაქტებისა და მოვლენების იშვიათი აღქმისა და გაანალიზების უნარი. მის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაეთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულა ქართული პედაგოგიური მეცნიერებისა და ქართული სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ი. ჭავჭავაძეს ეპოქალური დამსახურება მიუძღვის ქართველი ერის წინაშე, იგი იყო XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ეროვნული მოღვაწე და ქართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი.

ილია ჭავჭავაძე 1907 წლის 12 სექტემბერს  69 წლის ასაკში მოკლეს. იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა პანთეონში.

ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძე შერაცხულია წმინდანად, სახელით წმინდა ილია მართალი.

წყარო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

მსგავსი სიახლეები

ზურაბიშვილი მევენახეებს: საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს და ამ საკითხში…

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში…

სალომე ზურაბიშვილი: მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები, თქვენ შეძლებთ მომაწოდოთ თქვენი…

ამის შესახენ "ქართული ოცნების" მიერი მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატამა, სალომე ზურაბიშვილი…

ლევან დავითაშვილი: მხოლოდ კახეთის რეგიონში 373 ახალი საწარმო გავხსენით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად,…

სააკაშვილი: როგორც კი დამიძახებთ, ეგრევე ჩამოვალ ყვარელში

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში…

დათო მაღრაძე ხელისუფლებას: კეთილი ინებეთ და შემოუერთდით ჩვენს გულისთქმას

ამის შესახებ მწერალმა დავით მაღრაძემ რუსთავლესი თეატრში, ყოფილი მმართველი პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის…

სესიაშვილი: ოქუაშვილი და “ნაცმოძრაობა” ცეცხლით და მახვილით რთველს…

თავდაცვის ყოფილ მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისა და "ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის…

თელავში, ე.წ ლეგიონის ბინები შესაძლოა იქ მცხოვრებ ადამიანებს ოფიციალურად დაუკანონდეს

თელავში ეგრეთ წოდებული ლეგიონის ბინები, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, შესაძლოა უახლოეს პერიოდში იქ…

ენმ-ს კახეთის რეგიონული ხელმძღვანელი: დაშინების მიუხედავად, ”ოცნებამ”…

"ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანი გააკეთა, დაშინების მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" ხალხი ვერ შებორკა-ამის…

საქართველოში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე წლის 15-17 დეკემბერს საქართველოში საფერავის…

ყვარელში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

გავრცელებული ინფორმაციით,ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში მცხოვრებმა შუახნის მამაკაცმა საკუთარი საცხოვრებელი…
კომენტარები
იტვირთება...