დღეს დაანონსებულ აქციაზე, ფოთიდან 20 მიკროავტობუსი და 25-მდე მსუბუქი მანქანა გაემგზავრა

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთაველზე დღეს დაანონსებულ აქციაზე, ფოთიდან 20 მიკროავტობუსი და 25-მდე მსუბუქი მანქანა გაემგზავრა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ, დარეჯან ცხვიტარიამ განაცხადა, მიუხედავად ზეწოლებისა და დაშინებისა, ხალხი მაინც მიდის სააკაშვილის დასაცავად.

„თითქმის 500 ადამიანი მივდივართ თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მოსაპოვებლად, მიშა სააკაშვილის მხარდასაჭერად, ჩვენი შვილების მომავლისთვის მოვდივართ. მიუხედავად ზეწოლისა, საფინანსო პოლიციაში დაბარებებისა და ყველანაირი მცდელობისა, რომ ხალხი არ შეკრებილიყო მაინც მოვიდა თავისი მომავლის, ჩვენი პრეზიდენტის დასაცავად. ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ერთი სირცხვილი, რაც ნახა საქართველომ 90-იან წლებში და საქართველოს პირველი პრეზიდენტი მოუკლეს, ახლაც რომ არ განმეორდეს იგივე, ზუსტად ამის გადასარჩენად მივდივართ. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს! ადამიანი, რომელმაც შექმნა ახალი, თანამედროვე სახელმწიფო, დღეს ვინც საქართელო 90 -იან წლებში, უკან დააბრუნა, იმან დაიჭირა. ეს არის ნამდვილად ბედის ირონია. ამიტომ არ დავთმობთ არაფრით და ვირძოლებთ ბოლომდე სანამ მიშას თავისუფლებას არ მოვიპოვებთ“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

კომენტარები
იტვირთება...