დღეს და ხვალ საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად. შესაძლებელია, აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვა.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად