დღეს და ხვალ “ენერგო პრო-ჯორჯიას” 27 845 აბონენტს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას "ენერგო პრო-ჯორჯია" ავრცელებს.

"გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს, 09:00სთ-დან 12:00სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სამტრედიის რაიონის გარეუბნის 3300 აბონენტს. 

11:00სთ-დან 17:00სთ-მდე ხელვაჩაურის რაიონის სოფლების განახლებას, ახალშენის, ერგეს, ავგიას, ახალი სოფლის 2235 აბონენტს.

12:00სთ-დან 16:00სთ-მდე წალენჯიხის რაიონის სოფლების ჯვარის, საჩინოს, ჩქვალერის, ჯგალის, მუჟავას და ჭალეს 4173 აბონენტს.

13:00სთ-დან 17:00სთ-მდე ფოთის 4115 აბონენტს.

7 დეკემბერს, 10:00სთ-დან 16:00სთ-მდე ბათუმის აღმაშენებლის, ფიროსმანის, ხიმშიაშვილის, კობალაძის და მიმდებარე ქუჩების, ასევე ანგისას და ადლიას დასახლებების 7267 აბონენტს.

10:00სთ-დან 17:00სთ-მდე სამტრედიის რაიონის სოფლების ჯიხაისის, კულაშის და ღანირის 3700 აბონენტს.

12:00სთ-დან 15:00სთ-მდე ოზურგეთის რაიონის სოფლების შემოქმედის, წითელრქას და მაკვანეთის 1555 აბონენტს.

11:00სთ-დან 15:00სთ-მდე ქობულეთის რაიონის სოფლების ცეცხლაურის და ნამონასტრევის 1500 აბონენტს."- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად