დღეს და ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართება

დღეს და ხვალ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართება და საბოლოოდ გაირკვევა მერვედფინალისტების ვინაობა, რომლის კენჭისყრაც შვეიცარიის ქალაქ ნიონში პარასკევს გაიმართება.

ასევე გაირკვევა მესამე ადგილოსნების ვინაობაც, ანუ კლუბები, რომლებიც ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ.

არსებობს შანსი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული “ლივერპული” ჯგუფში ჩარჩეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ინგლისურ კლუბს ავსტრიული “ზალცბურგი” დაამარცხებს. აქ არის კიდევ ერთი მაგრამ იტალიურმა “ნაპოლიმ” თავისი მატჩი არ წააგოს აუტსაიდერ გენკისთან.

ასევე დიდ ინტერესს იწვევს “ინტერისა” და “ბარსელონას” დაპირისპირებაც. ესპანური კლუბი უმოტივაციოა და სავარაუდოდ ძალებს დაზოგავს, მით უმეტეს, რომ 1 კვირაში დაუძინებელ მტერს “რეალთან” ელის შეხვედრა. მაგრამ, რამდენად აწყობს “ინტერის” “გაყვანა” და სურს თუ არა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მარცხით დასრულება, ეს ამ მოცემულობას ეჭვქვეშ აყენებს.

განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს “აიაქსი” “ვალენსიას” დაპირისპირება. ორივე გუნდს თანაბარი ქულები და თანაბარი შანსი აქვს შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ისევე როგორც ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაც, სადაც “ჩელსი” აუტსაიდერ “ლილის” მასპინძლობს.

“ნაპოლი” – “გენკისა” და “ზალცბურგი” “ლივერპულის” შეხვედრები 22:00 საათზე დაიწყება. ხოლო დღის დარჩენილი შეხვედრები 00:00 საათზე, სადაც 6 გუნდი გაარკვევს ურთოერთობას:

“ბორუსია” – “სლავიას” მიიღებს, “ინტერი” “ბარსელონას” უმასპინძლებს. ასევე გაიმართება “ბენფიკა” – “ზენიტისა” და “ლიონი” ლაიფციგის” შეხვედრები. ამავე დროს გაიმართება “აიაქსისა” და “ვალენსიას” მატჩიც, ამავე ჯგუფში “ჩელსი” “ლილის” მიიღებს.

დარჩენილი 4 ჯგუფის შეხვედრები ხვალ გაიმართება.

მოამზადა: იაგო ნაცვლიშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად