“დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა მატროსოვის ციხეში ჯდომას ნიშნავს”

 უკვე ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავის მოქალაქეობასთან დაკავშირებით ახლა გადამწყვეტი სიტყვა პრეზიდენტ მარგველაშვილს ეკუთვნის.

"თუ მარგველაშვილი გადაწყვეტს, რომ მოქალაქეობა ჩამომართვას, არც ეს იქნება გადამწყვეტი. დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა არის მატროსოვის ციხეში, 6 კვადრატულში ჯდომა ჩემს სხვა მეგობრებთან ერთად.

აქედან გამომდინარე, ეს არის წმინდა ფორმალობა, მინდოდა ეს თავიდან ამეცილებინა, მაგრამ რადგან ჭკუაზე მაინც ვერ მოვიდნენ და სისხლის სამართლის საქმეები არ შეწყვიტეს, საქართველოში მაინც ვერ ჩამოვდივარ, ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება." – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა "იმედის კვირასთან".

შეაგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი პალიცა სააკაშვილმა ჩაანაცვლა. სააკაშვილმა დანიშვნამდე უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა.

"ყოფილ პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას და პრეზიდენტის ინსტიტუტს",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  ქუთაისში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ჩემი აზრით, კარიერაზე უფრო მნიშვნელოვანი არის ღირებულებები და ეს ღირებულებები არის საქართველოს მოქალაქეობა. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს საქციელი", – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი პალიცა სააკაშვილმა ჩაანაცვლა. სააკაშვილმა დანიშვნამდე უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისთვის, მან საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით უნდა მიმართოს, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტი მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად