დღეს ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი იწყება

დღეიდან ჩემპიონთა ლიგის 2020-21 სეზონი სტარტს აიღებს. კორონავირუსის გამო გამოწვეული კრიზისის გამო ის ერთი თვით დაგვიანებით იწყება.

დღეს ჩემპიონთა ლიგის E, F, G, და H ჯგუფის მატჩები გაიმართება.

მატჩები 23:00 საათზე დაიწყება. გამონაკლისია ორი მატჩი, G ჯგუფში კიევში “დინამო” ტურინის იუვენტუსს უმასპინძლებს, რომელიც 20:55-ზე დაიწყება. ამავე დროს დაიწყება F ჯგუფის შეხვედრაც, სადაც სანკ-პეტერბურგის “ზენიტი” “ბრიუგეს” უმასპინძლებს. G ჯგუფის მეორე შეხვედრაში “ბარსელონა” “ფერენცვაროშს” მიიღებს, ხოლო F ჯგუფში რომის “ლაციო” დორმუნდის “ბორუსიას” უმასპინძლებს.

რაც შეეხება დარჩენილ ორ ჯგუფს. E ჯგუფში “ჩელსი” “სევილიას” უმასპინძლებს, ხოლო “რენი კრასნოდარს”. H ჯგუფში მანჩესტერ იუნაიტედი პსჟ-ს მასპინძლობს, რაც დღევანდელი დღის გამომრჩეული მატჩია, ხოლო “ლაიფციგი” სტამბოლის “ბასაქსეჰირს” მიიღებს.

A, B, C და D ჯგუფის მატჩები ხვალ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად