დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა

დღეს მსოფლიო ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დაარსა და 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ეს დღე წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა უზრუნველყოფას.

თუმცა ბავშვთა უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე და პრობლემებზე სახალხო დამცველის არაერთი ანგარიში მიუთითებს.ბოლო ანგარიშში (2015 წელი) სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემურია ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, სააგენტოში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე 557 მიმართვა შევიდა, აქედან 361 დადასტურდა. უფრო კონკრეტული მონაცემები კი ასე გამოიყურება:სექსუალური ძალადობა-28 შემთხვევაში (აქედან 11-ზე დღემდე მიმდინარეობს გამოძიება); ფიზიკური ძალდობა-85; ფსიქოლოგიური -89; უგულებელყოფა-72; ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმაცია- 3; მიტოვება-15; ეკონომიკური ძალადობა-6 (იძულება , რომ იმუშაოს და ა.შ.); ბულინგი-1, ოჯახში ძალადობა-12. ძალადობის 93 შემთხვევაში ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა გახდა საჭირო.

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიშს სახალხო დამცველი დღესაც წარუდგენს საზოგადოებას. ბავშვზე ზრუნვის მიმართულებით ანგარიშს წარადგენს ასევე ჯანდაცვის სამინისტრო განათლების, იუსტიციისა და სპორტის სამინისტროებთან ერთად .

The post დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა appeared first on iMtavroba.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად