დღეს, ბათუმის მწერალთა სახლში აფხაზური დედა ენის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს, ბათუმის მწერალთა სახლში აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით და აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აფხაზური დედა ენის პრეზენტაცია გაიმართა.წიგნი გათვალისწინებულია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე ნებისმიერი მსურველისთვის.
აფხაზეთის მთავრობის წარმოამდგენლებმა აჭარაში მცხოვრებ ეთნიკური აფხაზებს წიგნები საჩუქრად გადასცეს.
ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე , აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.
თბილისის აფხაზური სკოლის და ფერიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული პერფორმანსი აფხაზურ ენაზე.
ასევე, აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აფხაზურ ენაზე წაიკითხეს შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი
აფხაზური ენის სწავლება აჭარის ორ სკოლაში, ქალაქ ბათუმის მე-14 საჯარო სკოლასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. სოფელ ფერიაში, სადაც 300-მდე აფხაზურ-ქართული ოჯახი ცხოვრობს, მსმენელების ორი ჯგუფი შეიქმნა, მათ განათლებით ლინგვისტი ლიანა აიკუცბა ასწავლის. აფხაზური ჯგუფებისთვის გამოყოფილი სპეციალური კლასი მოეწყო.სკოლა უზრუნველყოფილია აფხაზური ენის სახელმძღვანელოებით და თვალსაჩინოებით. ფერიის საჯარო სკოლაში 20- მდე აფხაზი მოსწავლე სწავლობს. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებს ატარებს აფხაზი პედაგოგები ლიანა პამბა და იზოლდა აშმეიბა. 2017 წელს აჭარის განათლების ფონდსა და ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თითოეული ჯგუფისათვის კვირაში 4 საათი ტარდება აფხაზური ენის გაკვეთილები. განათლების ფონდი უზრუნველყოფს სახელმძღვანელოებით მომარაგებასაც. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა აფხაზური ენის სწავლების პროგრამა და აფხაზური ენა ჩასმულია არჩევით საგნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...