დღეს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა

1990 წლიდან 28 მაისი აზერბაიჯანში აღინიშნება, როგორც ეროვნული დღესასწაული.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აზერბაიჯანის ეროვნული საბჭოს მიერ გამოცხადდა. ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსლიმურ აღმოსავლეთში. აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებელი იყო მამედ ემინ რასულზადე.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა წითელი ფერის იყო. აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაძაბულ და რთულ სოციალურ-პოლიტიკურ სიტუაციაში შეძლო არსებობა მხოლოდ 23 თვის განმავლობაში.

1920 წლის 28 აპრილს საბჭოთა კავშირი აზერბაიჯანში შეიჭრა. 1991 წელს საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანმა კვლავ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

1990 წლიდან რესპუბლიკის დღე აღინიშნება, როგორც სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის და სახელმწიფო დღესასწაულის დღე.

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა ტიფლისში, მეფის ნაცვლის სასახლეში. სადაც ხელი დამოუკიდებლობის დეკლარაციას მოაწერა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად