დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა.

ზურაბ პატარაძემ მთავრობის სხდომა აჭარაში უამინდობასთან დაკავშირებული მდგომარეობის გაცნობით დაიწყო. უხვი ნალექის შესახებ ინფორმაცია რეგიონის ხელმძღვანელს ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ მიაწოდა.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხების განხილვამდე ზურაბ პატარაძემ სოფლის მეურნეობის მინისტრისაგან ციტრუსის სეზონის შესახებ შემაჯამებელი ინფორმაცია მოისმინა.
 
ლაშა კომახიძის თქმით, გასულ წლებთან შედარებით წელს აჭარას საუკეთესო ციტრუსის სეზონი ჰქონდა.
 
30 ათას ტონაზე მეტი ციტრუსის ექსპორტირება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა როგორც ტრადიციულ, ისე ახალ საექსპორტო ბაზრებზე.
 
ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს წარმატებული სეზონის განხორციელებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ბაზრების დივერსიფიკაცია კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს.
 
მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლაშა კომახიძემ დასამტკიცებლად აჭარის სოფლის მეურნეობის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის დოკუმენტი წარადგინა.
 
მიმდინარე საკითხებთან ერთად სხდომაზე განხილულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტი, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ წარადგინა.
 
დღევანდელ სხდომაზე მიღებულ იქნა დღის წესრიგით განსახილველი ყველა საკითხი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად