გახარიას მოუწევს გადადგომა – საპროტესტო აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე განახლდება

აქციის მონაწილეები 20 ივნისის მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ. დღეს პროტესტის უკვე 24-ე დღეა.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დღეს ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა და აქცია-პერფორმანსით შინაგან საქმეთა მინისტრს კვლავ გადადგომისკენ მოუწოდებენ.

“ეს პროტესტი იქნება მუდმივად, ვიდრე საბოლოო მიზანს არ მივაღწევთ და არ გადაგდება გავრილოვის ღამის ორგანიზატორი, გიორგი გახარია. დღეს არის 24:0, არაუშავს, ჩვენ მოთმინება გვაქვს, 30 დღეც მოვითმენთ, 40 დღეც მოვითმენთ და კიდევ მოვითმენთ, თუ საჭირო გახდება. ჩვენ ძალიან ჯიუტები ვართ, იმაზე ჯიუტები, ვიდრე ხელისუფლებას ჰგონია. ეს დღეების ამბავია, გახარიას მოუწევს გადადგომა და აუცილებლად გადადგება და სწორედ აქ გამოვაცხადებთ პირველად, რომ გახარია გადადგა,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, სანამ გახარია თანამდებობას არ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...