დღეს, არჩილ ხაბაძე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს

11 საათზე აჭარის მთავრობაში, საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა. პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, სპეციალურ განაცხადებას გააკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ხაბაძის განცხადება, მის თანამდებობიდან წასვლას შეეხება. როგორც გუშინ, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, საკითხი, აქტიური განხილვის სტადიაშია.

„შესაძლებელია, დავრჩე ამ პოზიციაზე, შესაძლებელია, სათავეში ჩავუდგე უმაღლესი საბჭოს სიას, შესაძლებელია, პარლამენტში მოვხვდე გამსვლელ სიაში, ან სხვა პოზიციებზე. უახლოეს პერიოდში გეცოდინებათ, – განაცხადა ხაბაძემ, რომლის შემცვლელად საქართველოს ელჩი ყაზახეთში, ზურაბ პატარაძე სახელდება. ეს ინფორმაცია, გუშინ, არჩილ ხაბაძემ ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...