დღეს, ამბლორაულის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება

03 ივნისის 10:00 საათიდან – 20:00 საათამდე, ქალაქ ამბროლაურიში – ი.ჭავჭავაძის, ა.შიშინაშვილის, ბრატისლავა-რაჭის, აკ.წერეთლის, ა.გურგენიძის, ბ.წულუკიძის, დ.აღმაშენებლის, მ.კოსტავას, გ.ხუციშვილის, ვ.კობახიძის, ვ.მახალდიანის, თამარ-მეფის, ი.გოგებაშვილის, კ.ჭიჭინაძის, შ.რუსთაველის, რ.დვალის, ხვანჭკარის, ს.შარაბიძის Iქ, IIქ, IIIქ, IVქ, Vქ, VIქ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ამბროლაურის სოფელ იწას სათავეზე არსებული რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით.

შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად