ზალკალიანი: დღეს “აირზენა” თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისს განახორციელებს და სამშობლოში დააბრუნებს ჩვენ მოქალაქეებს

ამის შესახებ საქართველოს საგარეო მინისტრმა დავით ზანკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავრობა პრემიერმინისტრის დავალებით და საგარეო საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს უცხოეთის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.
უკვე თვე ნახევარი რას საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით და პრემიერ მინისტრის დავალებით ჩვენ უკვე მოვახერხეთ 3000-მდე ჩვენი მოქალაქის დაბრუნება სამშობლოში.
განხორციელდა სპეციალური რეისები ჩინეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, ჰოლანდიიდან, გერმანიიდან და ეს სია საკამოდ ვრცელია.
მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად იმისთვის რომ უახლოესი დღეების და კვირების განმავლობაში, იყოს კონკრეტულად გაწერილი ქართულ ავიაკომპანია „აირზენასთან“ ერთად ის მიმართულებები , რა მიმართულებებიდანაც მოხდება საქართველოს მოქალაქეების ეტაპობრივი გამოყვანა. მე ხაზს ვუსვამ, ეტაპობრივი გამოყვანა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მომზადებული შეხვდეს ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებას.

პრემიერმინისტრის დავალებით მთელი ღამის განმავლობაში ვმუშაობდით „აირზენასთან“| ერთად და შედგენილია გრაფიკი უახლოესი 2 კვირის განმავლობაში.
კვირის განმავლობაში შედგება 2 რეისი. ამ კვირაში, დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი- თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენ მოქალაქეებს, რომელიც ამ პერიოდისთვის იყვნენ კონცენტრირებული ბერლინში და ასევე, ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში” – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად