დღეს 9 მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, მათ შორისაა პარლამენტარ დავით მათიკაშვილის მეუღლე

დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული ცხრა მოსამართლე უვადოდ დანიშნა. მათ შორისაა პარლამენტარ დავით მათიკაშვილის მეუღლე, ნინო მამულაშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ღია კენჭისყრის შედეგები ასეთია:

1. ლევან გელოვანი – 12 ხმით

2. დიანა გოგატიშვილი – 13 ხმით

3. ლეილა გოგიშვილი – 13 ხმით

4. ვერა დობორჯგინიძე – 13 ხმით

5. თამარ კაპანაძე – 13 ხმით

6. ნინო მამულაშვილი – 12 ხმით

7. ლევან ნუცუბიძე – 13 ხმით

8. ციცინო როხვაძე – 13 ხმით

9. მამუკა წიკლაური – 13 ხმით

აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი ვადით 2017 წლის 25 მაისიდან განწესდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად