საქართველოს მთავრობის #322 დადგენილებაში, იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ, ცვლილება შევიდა,
დადგენილებაში ცვლილებები ამოქმედდება 2020 წლის 20 ნოემბრის 22:00 საათიდან და ძალაშია 2020 წლის 22 ნოემბრის 05:00 საათის ჩათვლით.
ცვლილება ითვალისწინებს ღამის 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოქალაქეების თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის დროებით გაუქმებას
შეგახსენებთ, ქვეყანაში 2020 წლის 9 ნოემბერიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში, 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იკრძალება გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.