დღეს, 200 დევნილ ოჯახს, დადიანის ქუჩაზე ახალი ბინები გადაეცემა

დღეს დადიანის ქუჩაზე 200 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, თბილისის მერი დავით ნარმანია და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი გია ვოლსკი გადასცემენ,- ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა სამინისტრო ავრცელებს.

დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული 200 ბინიდან, 148- ერთოთახიანი, 27- ოროთახიანი და 25- სამოთახიანია.

სამინისტროს ცნობით, კიდევ 200 დევნილ ოჯახს თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში“ არსებული ბინის გასაღებებს  2017 წლის იანვარში გადასცემენ.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, თბილისში 12 ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ.

სულ ჯამში თბილისში, უკვე 29 ნგრევადი ობიექტია დახურული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად