დღეს, 14:00 საათიდან 13 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება ვაკე-საბურთალოს და მთაწმინდა-კრწანისის რაიონებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

დღეს, 12 ნოემბერს, საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის ქუჩა N24 ის მიმდებარედ, ავარიულად დაზიანდა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური წყალსადენი.

ამ ეტაპზე ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სამუშაო ჯგუფები, წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები. დაზიანების აღსადგენად მიმდინარეობს გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები.

სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე  აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 12 ნოემბერს 14:00 საათიდან 13 ნოემბრის დილის 08:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:

დოლიძის,  იოსელიანის, ცინცაძის, იყალთოს, კოსტავას, ალექსიძის, ტაშკენტის, შარტავას, მიცკევიჩის,  პეკინის და მიმდებარე ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირს N1-23-მდე.

ჭავჭავაძის გამზირს,  მცხეთის, კეკელიძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, ბაზალეთის, აბაშიძის, არაყიშვილის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის და მიმდებარე ქუჩებს.

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში:

რუსთაველის გამზირს, ქიაჩელის, ჭოველიძის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ჭიაურელის, მელიქიშვილის, ხორავას, გრიბოედოვის, ლაღიძის, ჭონქაძის და მიმდებარე ქუჩებს.

პუშკინის, საიათნივას,  აბოვიანის, ლადო ასათიანის, სამღებრო, გორგასლის, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის და მიმდებარე ქუჩებს.

წყალმომარაგების აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაცია,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად