დღეს 12:00 საათზე დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი განახლდება

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი 12 საათზეა ჩანიშნული. ამ წუთებში გურჯაანის ქუჩებსა და რაიონული სამმართველოს ეზოში სამართალდამცველების მობილიზება მიმდინარეობს.

ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...