დღეიდან, უჰანის ხელისუფლებამ ოფიციალურად აკრძალა ყველანაირი გარეული ცხოველის ჭამა

დღეიდან, ოფიციალურმა უჰანმა ყველანაირი გარეული ცხოველის ჭამა აკრძალა, ინფორმაციას ამის შესახებ independent -ი ავრცელებს.

ადგილობრივი ადმინისტრაციიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აიკრძალა ყველანაირ გარეულ ცხოველზე ნადირობა და მათი მოკვლა. გამონაკლისი იქნება მხოლოდ  სამეცნიერო ცდების ჩატარების შემთხვევები.

გარდა ამისა, აიკრძალა მათი მოშენება და იმ ფერმერებს, რომლებსაც უკვე ჰყავთ მოშენებული, ხელისუფლება მათ გამოსყიდვას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ 19-ის გავრცელების პირველი კერა სწორედ უჰანი გახდა.

კორონავირუსის კრიზისმა ჩინეთის ხელისუფლება მოსახლეობაში არსებული ზოგიერთი ჩვეულების აკრძალვის აუცილებლობის წინაშე დააყენა

ცენტრალური ჩინეთის ქალაქ უხანიდან დაწყებული და მთელ მსოფლიოში მოდებული კორონავირუსის პანდემიის აღმძვრელ წყაროდ ბევრის მიერ უხანის ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი ველური ცხოველების საკვებად გამოყენება მიიჩნევა.

ვირუსის წყარო ზუსტად დღემდე არაა დადგენილი, თუმცა ჩინეთის წამყვანი ეპიდემიოლოგის ჩჟუნ ნანშანის იანვარში გამოთქმულა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეპიდემიის გავრცელება შეიძლება დაკავშირებული იყოს ბამბუკის ვირთხების ან მაჩვების საკვებად გამოყენებასთან, ჩინეთის ხელისუფლებამ გაითვალისწინა და სამი თვით აკრძალა ბამბუკის ვირთხების საკვებად გამოყენება.

თებერვლიდან განვლილ პერიოდში კორონავირუსი მთელ მსოფლიო მოედო პანდემიის სახით და ჩინეთის ხელისუფლება დროებითი აკრძალვის მუდმივად გადაქცევის აუცილებლობაზე დააფიქრა.

ჩინეთის ხელისუფლებაში მომზადებული დირექტივით იკრძალება არაერთი ეგზოტიკური ცხოველის მოშენება და საკვებად გამოყენება.

ჩამონათვალში ცხოველებისა, რომელთა მოშენება და საკვებად გამოყენება დაშვებული იქნება “ტრადიციული საქონლის” 18 სახეობაა ჩამოთვლილი, მათ შორის, ღორი, ძროხა, ცხვარი, თხა, ცხენი, ვირი, აქლემი, ბოცვერი, ქათამი, იხვი, ბატი, ინდაური, მწყერი, მტრედი…

დირექტივაში არის კიდევ ერთი ჩამონათვალი 13 სახეობის “განსაკუთრებული საოჯახო საქონელი”. მათ რიგებს მიკუთვნებულია ირემი, ხალებიანი ირემი, ჩრდილოეთის ირემი, ალპაკა, ციცარი, ხოხობი, გნოლი/კაკაბი, სირაქლემა, გარეული იხვი, წაულა, თეთრი მელა, ამერიკული წითელი მელა, ენოტისებრი ძაღლი.

დირექტივის თანახმად, მხოლოდ ჩამოთვლილი ცხოველების მოშენება, გაყიდვა და ერთო ადგილიდან მეორე ადგილზე კომერციული მიზნით გადაყვანა იქნება დაშვებული.

გველებთან, ციბეტებთან და სხვა ცხოველებთან ერთად ჩამონათვალში არ მოხვდნენ სამხრეთ აზიაში და მათ შორის, ჩინეთში დელიკატესად მიჩნეული ბამბუკის ვირთხები, რომელთა მოშენებითაც ჩინეთში ათიათასობით ფერმერი მთავრობის ხელშეწყობით(აც) იყო დაკავებული და რომელთა რაოდენობაც ფერმერთა მეურნეობებში 25 მილიონს აღწევდა.

გავრცელებული ინფრომაციით, უჰანის ლაბორატორიაში ღამურებზე ცდებს უსაფრთხოების წესების დარღვევით ატარებდნენ, რის შესახებაც ამერიკელი დიპლომატები ვაშინგტონს 2018 წელს აფრთხილებდნენ. ამის შესახებ The Washington Post-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის მიმომხილველი ჯოშ როჯინი წერს. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მას ხელში ჩაუვარდა დიპლომატიური ტელეგრამები, რომლებშიც უჰანის ლაბორატორიაში უსაფრთხოების რისკზეა საუბარი.

The Washington Post-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში, როჯინი წერს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებამდე ორი წლით ადრე აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები უჰანის კვლევით ცენტრს არაერთხელ სტუმრობდნენ და შემდეგ ვაშინგტონს აცნობეს, რომ ლაბორატორიაში ღამურებში გავრცელებულ კორონავირუსებზე სარისკო კვლევა მიმდინარეობდა.

უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში საელჩოს მეცნიერების მივლინება, ამერიკელი ჟურნალისტის მიხედვით, უჩვეულო საქციელი იყო. უჰანის ეს ინსტიტუტი ჩინეთის პირველი ლაბორატორიაა, რომელმაც ბიოკვლევების საერთაშორისო უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტს მიაღწია. საელჩოს სამეცნიერო დიპლომატებმა კი ორი „სენსიტიური“, მაგრამ არა საიდუმლო ტელეგრამა გაგზავნეს ვაშინგტონში. ტელეგრამაში ისინი უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში უსაფრთხოებისა და მართვის სისუსტეზე საუბრობენ, მეცნიერები მეტ ყურადღებასა და დახმარებას მოითხოვენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად