დღეიდან თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება იწყება

სოციალური პროექტის განახლების გადაწყვეტილება თბილისის მერმაკახა კალაძემ სააღმზრდელო პროცესის 4 ოქტომბრამდე გადადების გამო მიიღო.

თილისის მერიაში აცხადებენ, რომ პროდუქტების გაცემისას საბავშვო ბაღებში დაცული იქნება კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დადგენილი რეგულაციები.

დარიგდება 10 დასახელების პროდუქტი: შაქარი – 1 კილოგრამი, ფქვილი – 1 კილოგრამი, შვრია – 1 კილოგრამი, მაკარონი – 1 კილოგრამი, ხილფაფა – 1 ქილა, ზეთი – 1 ლიტრი, კვერცხი – 6 ცალი, ჩაი – 1 კოლოფი, ყველი – 0,5 კილოგრამი, რძე – 2 ლიტრი

კომენტარები
იტვირთება...