დღეიდან ტელეკომპანია „იმედს“ ახალი გენერალური დირექტორი, მაკა ლომიძე ეყოლება

დღეიდან ტელეკომპანია “იმედს” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ეს პოზიცია მაკა ლომიძემ დაიკავა.

ახალი დირექტორი თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგინეს. მაკა ლომიძეს სხვადასხვა ტელევიზიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 19-წლიანი გამოცდილება აქვს. ის არხის მართვასა და მისი პოლიტიკის განსაზღვრას უკვე დღეიდან შეუდგა, ნიკა ლალიაშვილმა კი აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დაიკავა.

„ტელეიმედი“ ახალი სატელევიზო სეზონისთვის უკვე ემზადება. სატელევიზო ბადეში სექტემბრიდან ბევრი ახალი გასართობი და უახლესი ფორმატის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ჩაეშვება.

კომენტარები
იტვირთება...