დღეიდან, სტადიონებზე თამბაქოს მოწევა იკრძალება

“თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის ფარგლებში ამოქმედებული რეგულაციის შესრულების მონიტორინგი სტადიონების ადმინისტრაციებს დაევალება.

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაცია მოწევის ფაქტზე რეაგირებას არ მოახდენს, ფიზიკურ პირთან ერთად 500 ლარით თავადაც დაჯარიმდება. ადმინისტრაციის მხრიდან დარღვევის განმეორებაზე სანქცია 1 000 ლარია, ხოლო ყოველ მომდევნო ჯერზე 2 000 ლარს მიაღწევს.

დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 100 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი, 200 ლარით დაჯარიმდება. აკრძალვა ყველა იმ სტადიონს ეხება, რომელსაც ადმინისტრაცია ჰყავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...