დღეიდან შუახევში საზაფხულო იალაღებზე მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება

დღეიდან შუახევში, საზაფხულო იალაღებზე მგზავრთა უფასო მომსახურების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა იალაღებზე მგზავრთა უფასოდ, ავტოტრანსპორტით გადაყვანას ითვალისწინებს.

პროგრამით ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები.

მგზავრებს საშუალება ექნებათ უსაფრთხოდ გადაადგილდნენ

შუახევი -კატრიანი – ყავრიანი; ხიჭაური – ახალდაბა – ბარათაული – გრძელგორი ; ხიჭაური-თაგინური; ცხემლისი-თაგინური(ნაფოცხვარა); ჭალა-წყაროთა – თაგინური; ოლადაური – ჩირუხი; ტბეთი – გოგაძეები – ჩირუხი; ქიძინიძეები – ჯაბნიძეები -ჩირუხი; დღვანი – ლომანაური – გოგინაური -ჩირუხი; შუბანი – ჩირუხი; კვირიაული – ცინარეთი – ღომა; წაბლანა – ღომა – საყენდრია; ნიგაზეული – ჯანჯღნარი; ხიჭაური – მერიაყელი; ინწკირვეთი-შედრეკილი; შუახევი – თეთრობი; ბრილი – ხაბელაშვილები – თაგინური; დღვანი – ლომანაური – გოგინაური – საბერწია; კარაპეტი- მაწყვალთა; მახალაკიძეები – სანალია; კობალთა – ძველი მთა.

პროგრამაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 34. 490 ლარი გამოიყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად