დღეიდან საქმიანობას მუზეუმები და ბიბლიოთეკები განაახლებენ

დღეიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი უქმდება, მათ შორის მუზეუმებზე და ბუბლიოთეკებზე დაწესებული შეზღუდვებიც.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო, რომელიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას აცნობა.

შეგახსენებთ, დღეს ასევე იხსნება რამდენიმე შეზღუდვა.

ბათუმში 1-ლი მარტიდან, დანარჩენ საქართველოში კი, 8 მარტიდან რესტორნები სტუმრების მიღებას შეძლებენ, შაბათ-კვირის გარდა.

კონფერენციები და ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება;

უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენას და გამოცდების არადისტანციურფორმატში ჩატარებას შეძლებენ 1-ლი მარტიდან, ხოლო სასწავლო პროცესის აუდიტორიებშიაღდგენას 15 მარტიდან;

საქმიანობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები;

ფუნქციონირებას აღადგენენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირების პირობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...