დღეიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და “კომენდანტის საათი” გაუქმდა

დღეიდან , 2020 წლის 23 მაისის 00:00 საათიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე,წ. კომემდანტის საათი გაუქმდა. თუმცა, გარკვეული შეზღუდვები ძალაში დარჩა.

მანქანით გადაადგილებით 3 კაცზე შეზღუდვა მოიხსნა, გარდა ტაქსებისა ასევე, ტაქსების გარდა, ავტომობილებში წინ დაჯდომა ნებადართული იქნება

როგორც “აიპრესს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებენ რეკომენდაციად დარჩა.

შეგახსენებთ, 30 მარტიდან, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ამოქმედდა აკრძალვა, რომელიც ითვალისწინებდა რომ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები სახლიდან გასვლას მხოლოდ უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სამედიცინო დაწესებულებაში შეძლებდნენ.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ცნობისთვის, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევდა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად