დღეიდან, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო

ვირუსის საფრთხის თავიდან აცილებისა და პრევენციის მიზნით შპს “სუფთა მუნიციპალიტეტის” დასუფთავების ჯგუფის წევრებმა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები სპეციალური სადეცინფექციო ხსნარით დაამუშავეს.

სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა სადარბაზოებსა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიებზე.

აღნიშნული სამუშაოები პერმანენტულად სოფლებშიც გაგრძელდება. უახლოეს დღეებში დაგეგმილია ცენტრალური ქუჩების მორეცხვაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად