დღეიდან “რესპუბლიკური საავადმყოფო” ​covid დადასტურებულ პაციენტებს მიიღებს

აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა (რესპუბლიკური საავადმყოფო) ხვალიდან მხოლოდ ​კოვიდდადასტურებულ პაციენტებს მიიღებს.

“ცხელების ცენტრიც აღარ ვართ. დაიცალა რესპუბლიკური საავადმყოფო და ისევ გადავკეთდით კოვიდცენტრად.

დღეიდან არც ერთ ცხელებას არ მივიღებთ. პირდაპირ მივიღებთ კოვიდდადასტურებულ შემთხვევებს და ალბათ უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება. მით უმეტეს, შემთხვევები, რომლებიც არის მსუბუქი, შეგვიძლია, მივიღოთ კოვიდსასტუმროებში. კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ კოვიდშემთხვევებთან“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად