დღეს, რამდენიმე სერვის ცენტრი დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე სერვის ცენტრი დისტანციურ მომსახურებაზე გადავიდა.

“აიპრესსი” გთავაზობთ, იმ სერვის ცენტრების ჩამონათვალს, რომელიც დღეიდან მომხმარებელს დისტანციურ რეჟიმში მომესახურება.

16 მარტიდან შსს-ს ერთიანი მომსახურების ცენტრი დისტანციურ მომსახურებაზე გადადის

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 16 მარტიდან, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მომსახურების ცენტრები გადადის მოქალაქეთა დისტანციურ მომსახურებაზე.

შსს-ს ინფორმაციით, 16 მარტიდან ერთიანი მომსახურების ცენტრებში (თბილისი, რუსთავი) არსებული 50-მდე სერვისით სარგებლობას მოქალაქეები შეძლებენ სატელეფონო ცენტრთან 241 42 42 დაკავშირებით და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge მეშვეობით.

 განათლების საერთაშორისო ცენტრი 

” კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 16 მარტიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი გადადის დისტანციური შრომის რეჟიმზე. თუმცა, შეუფერხებლად გაგრძელდება წვდომა ცენტრის ელექტრონულ რესურსებზე, მათ შორის, ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ელექტრონული აპლიკაციების მიღება. ხოლო, პროგრამებით დაინტერესებულ აპლიკანტებს შეეძლებათ ონლაინ კონსულტაციის გავლა ფეისბუქ-გვერდისა და ელექტრონული ფოსტის  info-iec@iec.gov.ge მეშვეობით.

არ შეიცვლება აპლიკაციების მიღების ვადები. შეგახსენებთ, რომ 3 აპრილის ჩათვლით (18:00 სთ-მდე თბილისის დროით), აპლიკაციების მიღება მიმდინარეობს შემდეგ ოთხ პროგრამაზე:”

16 მარტიდან თიბისი დაზღვევის ფილიალი დროებით დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. სადაზღვევო სერვისების მიღება შესაძლებელია ონლაინ: “თიბისი დაზღვევა დისტანციურ მომსახურებაზე გადადის”

“შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, დროებით შევაჩეროთ ფიზიკური მომსახურების ფილიალები და დისტანციურ სერვისზე გადავიდეთ. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს შევუქმნათ კომფორტი, რადგან ჩვენი თითქმის ყველა სერვისის მიღება ისედაც ონლაინ არის შესაძლებელი“.  – პაატა ღაძაძე

16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადის „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრებიც.

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მომსახურების ცენტრები სრულად გადადის დისტანციურ მომსახურებაზე. კომპანიის აბონენტებსა და დაინტერესებულ პირებს მათთვის საინტერესო საკითხის შესახებ ინფორმაციისა და მომსახურბის მიიღება შეუძლიათ კომპანიის ოფისებში მისვლის გარეშე, კომპანიის ქოლ-ცენტრის (0322471707) მეშვეობით, აგრეთვე, ვებგვერდიდან უფასო ვებზარის (http://www.energo-pro.ge), ვებგვერდის კონტაქტების ველიდან შეტყობინების გაგზავნის, ელექტრონული ფოსტის (info@energo-pro.ge) და სოციალური გვერდის მეშვეობით (https://www.facebook.com/energoprogeorgia/).

ასევე, ხელმისაწვდომი იქნება მომსახურების ცენტრებში აბონენტებთან ურთიერთობის სპეციალისტების საკონტაქტო ნომრები, რომლებიც დაგეხმარებიან კონკრეტული საკითხების მოგვარებაში ან თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში“, – ნათქვამია „ენერგო-პროს“ განცხადებაში.

ორშაბათიდან, 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში, მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ „ჯასთ დრაივის“ სარკმელებიდან, რომელიც იუსტიციის სახლის შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს. მოქალაქეთა ნავიგაციის გამარტივების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სანავიგაციო მანიშნებლები.

ასევე, 16 მარტიდან, მუშობას ერთი კვირით შეაჩერებს გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი.

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დროებით გაუქმდება ბავშვთა სივრცეები. ასევე, მუშობას შეწყვეტს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში მდებარე ჯასთ-კაფეები.

მუშაობას დროებით შეაჩერებს იუსტიციის სახლის ფილიალებში განთავსებული C ჰეპატიტის სკრინინგის სივრცეები.

პირველ აპრილამდე დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული ნაწილი ე.წ. ბექ-ოფისიც. საქართველოს მასშტბით იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის 108 თანამშრომლიდან დისტანციურად იმუშავებს 55 პირი.

იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო დაკისრებული სამუშაოს სახლიდან განხორციელება, იუსტიციის სახლის IT თანამშრომლების, ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის და „სმართ ლოჯიქის“ მიერ მოხდა შიდა დაცული ქსელის (VPN) აწყობა. ეს ხელს შეუწყობს თანამშრომელთა კოორდინირებულ მუშაობას და იუსტიციის სახლის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას. რაც შეეხება წინა ხაზის თანამშრომლებს, მათი სამუშაო განრიგი შეიცვლება და სამუშაო საათები შემცირდება.

16 მარტიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუშაობის სპეციალურ განრიგზე გადადის:

” ვირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძებების ფარგლებში, სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სააგენტოს ეფექტური ფუნქციონირებისთვის მიმდინარე წლის 16 მარტიდან დროებითი რეჟიმი ამოქმედდება.

კულტურული მემკვიდეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უმეტეს თანამშრომლებს დროებით შეეზღუდებათ უწყების ოფისში დასწრება, რომლის განმავლობაში ისინი დისტანციური მეთოდით, ელექტრონული სისტემების საშუალებით გააგრძელებენ მუშაობას.”

COVI-19-ის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად, 16 მარტიდან, დისტანციური მომსახურების საშუალებით მიიღებენ სრულ სადაზღვეო მომსახურებას

” გადავდივართ და დროებით, ვაჩერებთ მომსახურებას სერვის ცენტრებში. სრული სადაზღვევო მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად ვებ გვერდიდან www.mygpi.ge ან აპლიკაციით MyGPI:
პირად ექიმთან ან პედიატრთან სატელეფონო კოსნულტაციის ან ვიზიტის დაგეგმვა;
500 ლარამდე სამედიცინო ან სტომატოლოგიური მომსხურების ანაზღაურება;
გეგმიური ოპერაციის დაფინასებისთვის (საგარანტიოს) მოთხოვნა;
დაზღვევის ღირებულების (პრემიის) გადახდა;
პოლისის შეძენა;

შეუფერხებლად, დისტანციურად მოგემსახურებიან ჩვენი გაყიდვების მენეჯერებიც;
ასანაზღაურებლად დოკუმენტები, ასევე, შეგიძლიათ წარმოადგინოთ ანაზღაურების სერვის ცენტრებთან განთავსებულ ყუთებში.

სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის.

16 მარტიდან, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების და რეკომენდაციების შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია, დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის.

გადაწყვეტილება არ შეეხება სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, მერის მოადგილეებს, სამსახურებისა და განყოფილების ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობენ.

ზუგდიდის მერია მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

16 მარტიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის. გადაწყვეტილება არ შეეხება ზუგდიდის მერს, მერის მოადგილეებსა და სამსახურის ხელმძღვანელებს. ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

 

ამასთან, პარლამენტის ბიუროს ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომელიც პარლამენტის დისტანციურად საქმიანობას გულისხმობს.

” პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინება, რომლის თანახმად,
პრეზიდენტის მიერ საგანგებო ან საომარი ვითარების გამოცხადებისას, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარეს ენიჭება დისკრეცია, რათა პარლამენტის საქმიანობა წარიმართოს დისტანციურად, ელექტრონულად საკომუნიკაციო საშუალებებით.

აღნიშნული კანონპროექტის მომზადება პაარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ერთი კვირის წინ იურიდიულ და საოროცედურო საკითხთა კომიტეტებს დაავალა.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად