დღეიდან, პოლონეთის მოქალაქეები აშშ-ში უვიზოდ იმოგზაურებენ

დღეიდან, პოლონეთის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, შეერთებულ შტატებში უვიზოდ გაემგზავრონ და 90 დღის განმავლობაში დარჩნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Ukrinform-ი პოლონეთში აშშ-ს ელჩის ჯორჯეტ მოსბახერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”ამერიკამ პოლონეთისთვის უვიზო რეჟიმის პროგრამა აამოქმედა. შეერთებულ შტატებში უვიზო მიმოსვლა 90 დღემდე ვადით, ტურისტული და ბიზნეს საქმიანობის მიზნით, 11 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი”,- განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.

მან მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს, რომელიც ერთი წლის წინ დუდას დაჰპირდა, რომ პოლონეთთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდებოდა.

პოლონეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება სიმბოლური იქნება, რადგან 11 ნოემბერი პოლონეთის დამოუკიდებლობის დღეა.

პოლონეთში აშშ საელჩოს ვებ-გვერდზე მოცემულია დეტალური ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ პოლონეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გამოიყენონ.

აშშ-ს შესახებ მიგრაციის კანონის თანახმად, ქვეყანას უვიზო რეჟიმი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ვიზების გაცემაზე უარის თქმის რაოდენობა 3% -ს არ აღემატება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად