დღეიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ

დღეიდან მუშაობას რეგულაციების დაცვით განაახლებენ კინოთეატრები და მათ შეეძლებათ მიიღონ მაყურებლის არა უმეტეს 50 პროცენტისა.

კინოთეატრებში მისულ მაყურებელს იმ რეკომენდაციების დაცვა მოუწევს, რაც ჯანდაცვის სექტორის მიერაა შემუშავებული, ასევე გაზრდილი იქნება სეანსებს შორის დროები, რათა სივრცეების ჰიგიენური ნორმებით დამუშავება მოხდეს.

„პირველი აპრილიდან ნებადართული იყო კინოჩვენება, კინოთეატრები კი გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების გამო დღეიდან განაახლებენ ფუნქციონირებას. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჯერ კიდევ ზაფხულში, ივლისში არის დადგენილი მათ მიმართ გარკვეული მოთხოვნები, რომლებიც არის ზოგადი ხასიათის პრევენციული და ის უზრუნველყოფს იმ რეკომენდაციების დაცვას თითოეული მოქალაქისთვის, რომელიც აუცილებელია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

რაც შეეხება აღსრულების მექანიზმებს, შრომის ინსპექცია განაგრძნობს ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით“,- განაცხადა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...