დღეიდან, British Airways-მა კაიროში ავიამიმოსვლა განაახლა

უსაფრთხოების ზომების შემოწმების შემდეგ, ავიაკომპანია British Airways-ი 26 ივლისიდან კაიროში ავიამიმოსვლას განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავიაკომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ უსაფრთხოების ზომების შემოწმების შემდეგ, პარასკევს, 26ივლისიდან კაიროში ავიამიმოსვლას განვაახლებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

“ბრიტანეთის ავიახაზებმა” 20 ივლისს კაიროში ავიამიმოსვლა შეაჩერა, რათა ქალაქის აეროპორტის უსაფრთხოების  ზომები შეემოწმებინა. დაგეგმილი იყო, რომ დროებითი აკრძალვა შვიდი დღე გაგრძელდებოდა.

იმავე დღეს, გერმანულმა ავიაკომპანია Lufthansa-მ კაიროში უსაფრთხოების მიზნით ავიამიმოსვლა შეაჩერა. 21 ივლისს ავიარეისები ისევ განახლდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...