დღეიდან ბათუმის ცენტრალურ პარკს “რადიოვიზიის” ხეივანი შეემატა

ბათუმის ცენტრალურ პარკს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მულტიპლატფორმული დილის გადაცემის “რადიოვიზიის” ხეივანი შეემატა.

„რადიოვიზიელებმა“ პარკში 20 ძირი ხე-მცენარე ჯაკარანდა დარგეს. გამწვანებით სამუშაოებში პატარებიც ჩაერთნენ და უკვე პარკს მათი სახელობის ხეები ამშვენებს.

ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური” რეგიონში მოქმედი მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად გამწვანების აქციის გამართვას უახლოეს მომავალში გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად