დღეიდან, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 20:00 საათიდან გაიხსნება.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

რეგისტრაცია შესაძლებელია სპეციალურ ვებპორტალზე . მეორე დოზით აცრა 10 მაისიდან ჩატარდება. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.

6 მაისს, ქვეყანა ელოდება 43 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომლის მიღებაში საქართველოს „იუნისეფი“ ეხმარება.

ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...