დღეიდან, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

დღეიდან, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ მისთვის პრიორიტეტული მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაცია იქნება.

არჩილ ჩიქოვანი – ,,დღევანდელი დღე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ჩემს ცხოვრებაში. დღეს უკვე შევუდგები ქალაქის მართვას, როგორც ბათუმის მერი. წინ გამოწვევებით სავსე ოთხი წელი გველოდება, რომელთანაც გამკლავება ჩემს გუნდთან, მერიის თანამშრომლებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში მოგვიწევს. ჩემი მერობის პერიოდში პრიორიტეტული იქნება მოსახლეობასთან მაქსიმალური კომუნიკაცია. აქვე გეტყვით, რომ მერიასა და მუნიციპალურ სერვისებში აქტიურად შევხვდებით თანაქალაქელებს. მთავარია, ჩვენ უწყვეტი დიალოგი გვქონდეს ბათუმელებთან და მჯერა, რომ ერთობლივად ჩვენ შევძლებთ ქალაქის მართვას უკეთესი ბათუმისთვის. მე ვიქნები ის ადამიანი, ის მერი, ის ბათუმელი, რომელიც ყოველთვის იდგება თანაქალაქელების გვერდით. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ეს არის პასუხისმგებლობა და სიყვარული, რომელიც ბათუმისა და ბათუმელების მიმართ გამაჩნია“.

არჩილ ჩიქოვანი დღესვე გამართვას სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეხვედრას, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტის საკითხებს დაეთმობა. ასევე დღესვე წარდგენს ვიცემერსა და მერის მოადგილეებს.

კომენტარები
იტვირთება...