დეზერტირების ბაზრიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან 200 კგ საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს.

"შპს „ბექა 2015“-ის მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ორ ტან-ხორცს არ ჰქონდა დამღა, ანუ საქონელს არ ჩატარებია დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზა. შესაბამისად, რეალიზატორმა დოკუმენტური შემოწმებისას ვერ წარმოადგინა ვეტერინარული მოწმობა ფორმა N2, რის გამოც დაჯარიმდა 1000 ლარით", – აცხადებენ სააგენტოში.

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად