დევნილთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საგრანტო კონკურსით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის  ღია კარის დღე გაიმართა.

საგრანტო კონკურსი, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრომ მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს გამოაცხადა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა შეხვედრაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხების მოგვარებისთვის.

ღია კარის დღეზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კონკურსის ირგვლივ არსებული შეკითხვები და მოსაზრებები გამოთქვეს. საუბარი შედგა, საგრანტო კონკურსის პირობებზე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და პროცედურებზე. სსიპ დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ და სააგენტოს წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად