დევნილთა სააგენტოში საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში დროებითი საექსპერტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მთავარ თემას, საცხოვრებელი ფართების განაწილების მექანიზმების დახვეწა წარმოადგენდა.

საექსპერტო ჯგუფის შემადგენლობაში სახალხო დამცველის აპარატისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობენ.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სააგენტო ყოველთვის ღიაა მსგავსი შეხვედრებისთვის და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იქნება როგორც თავად დევნილთა, ისე პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციები.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად