დევნილთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღეს ქუთაისში გამვლელებს სოხუმური ყავით გაუმასპინძლდნენ

კულტურულ-ჰუმანიტარულმა ფონდმა „სოხუმი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ქუთაისში ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. დღეიდან, ყოველ 20 ივნისს, დევნილთა/ლტოლვილთა/იძულებით გადაადგილებულ პირთა საერთაშორისო დღეს, ბულვარში გამვლელებს სოხუმური ყავით გაუმასპინძლდებიან.

მსურველებმა ფოტოები ზუსტად იმ კაფე-ბარ „ამრას“ და სანაპიროს ბანერის წინ გადაიღეს , სადაც ცნობილი „ყავა ქვიშაზე“ დუღდებოდა. აქცია-პერფორმანსზე „სოხუმური ყავა ქუთაისის ბულვარში“, დევნილთა საკითზებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფონდ „სოხუმთან“ ერთად, საოჯახო ფოტოების არქივი „ჩვენ აფხაზეთიდან ვართ“ გამოფენა, აქტივობების ამსახველი კალეიდოსკოპი და თოჯინების თეატრის პრემიერა წარმოადგინეს.

„დღეს სოხუმური ყავის არომატი ქუთაისის ბულვარში, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ერთად აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ყველა იმ მონატრებულ სახლში, სადაც ჩვენი მოგონებები ინახება. დღევანდელი დღე აუცილებლად დარჩება ქუთაისის ტრადიციად“ – განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...