დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მისაღები ცენტრი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

30 ნოემბრიდან დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მომსახურების გაწევის დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

სააგენტოს მოქალაქეთა მისაღებ ცენტრში განცხადებებისა და ოფიციალური კორესპონდენციისთვის სპეციალური ყუთი განთავსდება, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გაიხსნება და მასში მოთავსებული დოკუმენტაცია შესაბამის დეპარტამენტებში გადანაწილდება. ასევე, მოქალაქეებს შეუძლიათ განცხადებები სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე info@idp.gov.ge გამოაგზავნონ.

გარდა ამისა, სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ ნებისმიერ საკითხებზე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მითითებულ ნომრებზე: 511 139 724; 511 139 723; 5 99 006 581.
 
ნებისმიერი შეკითხვისა და კონსულტაციისთვის კი, იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს Facebook გვერდს https://www.facebook.com/IDPsAgency

არსებული შეზღუდვების პირობებში, სააგენტო კვლავ აგრძელებს მუშაობას, რათა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი პროგრამები, შესაძლებლობების ფარგლებში, შეუფერხებლად განხორციელდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად